რა აცინებდა სერჟ გნაბრის წუთიერი დუმილისას?!

AutoSharing Option
დორტმუნდში, არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში (2:2), გერმანიის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და საერთოდ, ამ სეზონში როგორც "ბაიერნში", ასევე ეროვნულ გუნდში დიდებულად თამაშობს.

გნაბრიმ წელს ბუნდესგუნდში ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა, მაგრამ გულშემატკივრებს თავი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური საქციელით დაამახსოვრა და სამართლიანი კრიტიკაც დაიმსახურა.

"ალბისელესტესთან" შეხვედრა გერმანიის ქალაქ გალეში ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. ყველა გაირინდა, გნაბრიმ კი სიცილი დაიწყო.

გნაბრი წარმოშობით კოტდივუარელია, თუმცა შტუტგარტში დაიბადა და გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართული ჟურნალისტიკა ფორმაშია :)
1234
12:18 11-10-2019
1
საერთოდ სიცილი ისეთი ოხერი რამეა , რა დროს შეგარცხვენს არ იცი. ჩემი ბიძაშვილია გოგო რომელიც ვერ იკავებს სიცილს ნებისმიერ სიტუაციაში, განსაკუთრებით პანაშვიდებზე, თან იცით როგორი გადამდებია და ძნელია ასეთ დროს შენც შეიკავო თავი.
vaxo
12:04 11-10-2019
1

სიახლეები პოპულარული