
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ, მანულ ნოიერმა გუნდის თამაში გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" გერმანიის თასზე მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ბოხუმს" 2:1 ძლივს მოუგო.
"უბრალოდ დაწერეთ სათაურში "ბაიერნი" და შემდეგ ცარიელი ფურცელი - ეს ყველაზე უკეთ ასახავს ჩვენს თამაშს", - ციტირებს ნოიერს ჟურნალისტი დირკ ადამი.
გერმანული მედია იტყობინება, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელით, ნიკო კოვაჩით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს.