დიდი თათბირი მიუნხენში - ნიკო კოვაჩს უშვებენ?

AutoSharing Option
2 ნოემბერს მიუნხენის "ბაიერნი" ფრანკფურტის "აინტრახტთან" 1:5 განადგურდა. ამას მოჰყვა ის რომ კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი ვარჯიში არ შედგება. როგორც გერმანული გამოცემები იტყობინებიან, ამის მიზეზი დღეს "ბაიერნის" ხელმძღვანელების თათბირია, რომლებიც ნიკო კოვაჩის ბედზე იმსჯელებენ.

თვითონ კლუბის მთავარი მწვრთნელი, კი წასვლას არ გეგმავს. გუშინ მან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კლუბის შედეგებზე ისაუბრა: "არ მახსენდება ჩემი გაწვრთნილი გუნდით, როდის დავმარცხდი ამგვარად. წავალ თუ არა,  ის იმათი გადასაწყვეტია ვისაც კლუბი ეკუთვნის.

წინა წელსაც მსგავსი სიტუაცია გვქონდა, თავიდან კარგად ვერ ვასპარეზობდით, თუმცა საბოლოოდ
გერმანიის ჩემპიონი გავხდით და თასიც მოვიგეთ. მდგომარეობა ნამდვილად ცუდია და ხელმძღვანელობასთან ყველაფერზე გულახდილად ვისაუბრებ." - განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საერსაერთოდ ბაიერნ მაშინ გაედო, როცა ჰაინკესი გააგდეს სირთავა გვარდიოლა მოიყვანეს. მარტო ბურთის გორაობით თამაშს ვერ მოიგებ. ვერც ერთი გადამწყვეტი თამაში ვერ მოიგო.
ნიკა
19:56 04-11-2019
0
ვისაც ბავარიას და გერმანულ ფეხბურთს მანქანას უწოდებს, იმათ გერმანული ფახბურთი არ უყვართ, ოვერატიდან დაწყებული, ლიტბარსკი, კლინსმანი, ჰიოსლერი, როისი, ტეხნარების მეტი რა ჰყავდათ გერმანელებს, და რატომ არაა იტალიური ფეხბურთი მანქანა?
ბმბ
20:58 03-11-2019
1

სიახლეები პოპულარული