"აიაქსის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ბაიერნში" აპირებს გადაბარგებას, - იუწყება FOX Sports-ი.
ამის შესახებ მან ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტენ ჰაგი ადრე "ბაიერნის" სისტემაში მუშაობდა - 2013-15 წლებში კლუბის სარეზერვო გუნდს ედგა სათავეში.
შეგახსენებთ, "აინტრახტთან" 1:5 განადგურების შემდეგ "ბაიერნის" თავკაცი ნიკო კოვაჩი გადააყენეს და გუნდი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.