"ბაიერნმა" მწვრთნელების სია შეადგინა - 5 კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატების სია შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ "აინტრახთან" 1:5 წაგების შემდეგ გუნდის თავკაცი ნიკო კოვაჩი გაათავისუფლეს.

The Guardian-ის ცნობით, სიაში არიან ამსტერდამის "აიაქსის" მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი, კომპანია Red Bull-ის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი რალფ რაგნიკი, მასიმილიანო ალეგრი და არსენ ვენგერი.

ტენ ჰააგი უკვე ეკონტაქტებოდა "ბაიერნს" და აღნიშნა, რომ სეზონის განმავლობაში "აიაქსს" ვერ დატოვებს.

Eurosport-ის გერმანულენოვანი ექსპერტი ფლო ბოგნერი ამტკიცებს, რომ უახლოეს 2 მატჩში "ბაიერნს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჰანს-დიტერ ფლიკი გაწვრთნის. თუ ფლიკი საჭირო შედეგებს დადებს, მას
ზამთრის პაუზამდე გააჩერებენ.

ბოგნერმა ასევე კანდიდატებს შორის პსვ-ის მწვრთნელი მარკ ვან ბომელი დაასახელა.

უახლოეს მომავალში მიუნხენელები "ოლიმპიაკოსს" და დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა დროს ჰაინკესია, ამათ სულ გაუფრენიათ! ან თუნდაც ვენგერი. ვან ბომელი შეიძლება პსვში კარგია, მაგრამ ბაიერნისთვის არა მგონია კარგი ვარიანტი იყოს. ვინც არ უნდა მოვიდეს, სანამ ეს ბრეჟნევი ხელმძღვანელები სრულ თავისუფლებას არ მიანიჭებენ, ბაიერნი იქნება ე.წ პარტიული კლუბი.
: )))))))
13:46 05-11-2019
0

სიახლეები პოპულარული