ჟოზე მოურინიომ "ბაიერნის" მწვრთნელობა მოისურვა

AutoSharing Option
ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ "ბაიერნი" მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი და გუნდს დროებით ჰანს-დიტერ ფლიკი ხელმძღვანელობს.

არსენ ვენგერს "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ მწვრთნელად დანიშვნაზე უარი უთხრა, ახლა კი "რეკორდმაისტერს" ანალოგიური წინადადებით ჟოზე მოურინიომ მიმართა.

პორტუგალიელმა კონტრაქტის 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმება ითხოვა. "ბაიერნი" მის თხოვნას განიხილავს და პასუხს სანაკრებო პაუზისას გასცემს.

მოურინიო 2018 წლის დეკემბერში "მანჩესტერიდან" დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული