"ბაიერნმა" გაიმარჯვა და ლიდერ "გლადბახს" 1 ქულითღა ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ნოემბერს ბუნდესლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა.

ლიდერი "გლადბახი" ბერლინში 0:2 დამარცხდა "უნიონთან", თუმცა 25 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.

"ლაიპციგმა" სახლში 4:1 მოუგო "კიოლნს" და 24 ქულით მეორე ადგილზეა, "ბაიერნმა" კი სტუმრად 4:0 სძლია "ფორტუნას" და 24 ქულით მესამე პოზიციაზეა.

"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ბუნდესლიგაზე პირველად ვერ გაიტანა გოლი, სამაგიეროდ საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლიდერთა ჯგუფში ისეთი სიმჭიდროვეა, მინიმუმ 8 გუნდს შეუძლია ოქროს მედლებისთვის ბრძოლა, რაც ჩემპიონატს უფრო დაძაბულსა და საინტერესოს ხდის.

სხვა მატჩები:

ბაიერი - ფრაიბურგი 1:1
აინტრახტი - ვოლფსბურგი 0:2
ვერდერი - შალკე 1:2

24 ნოემბერს ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ჩატარდება:

აუგსბურგი - ჰერტა
ჰოფენჰაიმი - მაინცი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული