მატიას გინტერი გერმანიის ნაკრების 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
"გლადბახის" მცველი მატიას გინტერი გერმანიის ნაკრების 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გინტერი საუკეთესოდ გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, - იტყობინება გერმანიის ფეხბურთის კავშირი.

25 წლის გინერმა მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველებს, სერჟ გნაბრისა და ჯოშუა კიმიხს აჯობა.

2018 წელს გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად მარკო როისი დაასახელეს.

2019 წელს გინტერმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში 6 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადრე გინტერად ვიცნობდი და გინერი როდის გახდა?! ეს ისაა, არგენტინასთან ფინალში რომ გაითიშა და არაფერი არ ახსოვდა
ბმბ
01:56 11-01-2020
0

სიახლეები პოპულარული