"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ჟან-კლერ ტოდიბო ინათხოვრა.
სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის იჯარა გელზენკირხენულ კლუბს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება და ზაფხულში მისი კონტრაქტის 30 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
20 წლის ტოდიბო "ბარსაში" 2019 წლის იანვარში გადავიდა და მას შემდეგ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ სეზონში კი ლა ლიგაში 2-ჯერ ითამაშა.