18 იანვარს, ბუნდესლიგის მე-18 ტურში "დორტმუნდმა" გასვლაზე 5:3 მოუგო "აუგსბურგს".
მასპინძლები 59-ე წუთამდე 3:1-ს იგებდნენ, შემდეგ შეცვლაზე შესულმა, ახლახან "ზალცბურგისგან" შეძენილმა 19 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა 20 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი გოლი სანჩომ გაიტანა და სტუმრებმა იმარჯვეს.
"დორტმუნდი" 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 24 იანვარს "კიოლნს" უმასპინძლებს.
ჰოლანი ბუნდესლიგის ისტორიაში სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეშვიდე ფეხბურთელია - ბოლოს ეს "დორტმუნდის" მაშინდელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 2013 წელს "აუგსბურგთან" მატჩში (4:0) მოახერხა.
სანჩო ტოპ 5-ის ჩემპიონატებში მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 10+ გოლი და 10+ საგოლე გადაცემა მიითვალა.