ზოგიერთი ფეხბურთელი ლამის მთელი სეზონი უნდება ახალ გუნდში ადაპტაციას, 19 წლის თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა კი "აუგსბურთან" სადებიუტო შეხვედრაში 20 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თავის გუნდს გამარჯვება (5:3) მოუპოვა და ნამარტჩევს Sky-ს ჟურნალისტის კითხვებს მოსწრებული პასუხი გასცა.
"დღეს კარგი დღე იყო, მე ბედნიერი ვარ. როგორ ვითამაშე?", - იქით დაუსვა კითხვა ფეხბურთელმა რეპორტიორს. "ძალიან კარგად", მიუგო მან. "აი, ჩემი პასუხიც ეგაა", - დასძილა ერლინმა.
შემდეგ ჰოლანი კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა შეაქო და ნორვეგიელმა კვერი დაუკრა:"სწორედ ამისთვის შემიძინეთ".
ჰოლანი ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელიც
სადებიუტო შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ჰოლანი ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელიც