"ლაიპციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი პრემიერლიგაში აპირებს კარიერის გაგრძელებას, - იტყობინება "ბილდი".
გამოცემის მტკიცებით, 23 წლის ფეხბურთელს "ლივერპულში" უნდა გადასვლა, თუმცა ჯერ უცნობია, როდის განხორციელდება ტრანსფერი.
ტიმოს აღმოსავლეთგერმანულ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 60 მილიონი ევროა. თან, ყოველ ზაფხულს ეს თანხა მცირდება.
ამ სეზონში ვერნერმა ბუნდესლიგის 18 მატჩში 20 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა და რობერტ ლევნდოვსკისთან (ბაიერნი) ერთად ბომბარდირია.
ამ სეზონში ვერნერმა ბუნდესლიგის 18 მატჩში 20 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა და რობერტ ლევნდოვსკისთან (ბაიერნი) ერთად ბომბარდირია.