24 იანვარს, ბუნდესლიგის მე-19 ტურში "დორტმუნდმა" სახლში 5:1 მოუგო "კიოლნს".
"დორტმუნდის" ახალწვეულმა ერლინ ჰოლანმა, რომელიც გასულ ტურში "აუგსბურგთან" მატჩში (5:3) შეცვლაზე შევიდა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, კვლავ გამოიჩინა თავი. ის ამჯერად 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა.
ჰოლანი ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2 სადებიუტო მატჩში 5 გოლი გაიტანა - ამისათვის მას 60 წუთი დასჭირდა.
სანჩომ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე გასული სეზონის დასაწყისიდან 25 შედეგიანი პასია, რაც ტოპ 5-ის ლიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
"დორტმუნდი" 36 ქულით მესამე ადგილზეა და პირველ თებერვალს "უნიონს" უმასპინძლებს.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - კიოლნი 5:1
გოლები: 1:0 გერერო (1), 2:0 როისი (29), 3:0 სანჩო (48), 3:1 უტი (64), 4:1 ჰოლანი (78), 5:1 ჰოლანი (87)