14 თებერვალს, ბუნდესლიგის 22-ე ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 4:0 გაანადგურა.
ცნობისათვის, ამ მატჩის წინ waz.de იტყობინებოდა, რომ "დორტმუნდის" მწვრთნელ ლუსიენ ფავრის გადაყენებას, მის ნაცვლად კი "აინტრახტის" თავკაცის, ადი ჰიუტერის დანიშვნას აპირებდნენ.
"დორტმუნდი" 42 ქულით მეორე ადგილზეა, 22 თებერვალს, შემდეგ ტურში ბრემენში "ვერდერს" შეხვდება, იქამდე კი, 19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს უმასპინძლებს.
ერლინ ჰოლანმა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველ 5 მატჩში 8 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
"დორტმუნდმა" 22 ტურში 63 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის რეკორდი გაიმეორა.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი
- აინტრახტი 4:0
გოლები: 1:0 პისჟეკი (33), 2:0 სანჩო (49), 3:0 ჰოლანი (49), 4:0 გერერო (74)