სიმეონე მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია

AutoSharing Option
Don Balon-ის წყაროზე დაყრდნობით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი დიეგო სიმეონეა.

წყაროს ცნობით, მიუნხენური კლუბი არ აპირებს ჰანს-დიტერ ფლიკის დატოვებას. ფლიკი 2019/20 წლების სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ხოლო ხელმძღვანელობა 49 წლის არგენტინელ სპეციალისტს გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.

ბუნდესლიგის 23 ტურის შემდეგ "ბავარია" 49 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. დეიგო სიმეონე მადრიდის "ატლეტიკოს" 2011 წლის დეკემბრიდან თავკაცობს. ამ პერიოდში ის გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი, თასის, ესპანეთის სუპერთასისა და ევროპის ლიგის ორგზის გამარჯვებული გახდა. "ატლეტიკომ" წარუმატებლად, თუმცა 2-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სამაგიეროდ, სუპერთასის
მოგება მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული