კლოზე "ბაიერნში" დაბრუნდება?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ვარაუდობს, რომ სამწვრთნელო შტაბში მისი ყოფილი ფორვარდი მიროსლავ კლოზე მოვა, რომელიც ამჟამად "ბაიერნ U17"-ს ხელმძღვანელობს.

"შევა თუ არა "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბში კლოზე? მე მას ძალიან ვაფასებ და ნამდვილად კარგ სამუშაოს აკეთებს აქ. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. მისი უდიდესი გამოცდილება გერმანიის ნაკრებსა და ბევრ ევროპულ კლუბში პოზიტიურად მოქმედებს მის სამწვრთნელო უნარებზე. მას მხარი გერმანიის ფეხბურთის საბჭოზე დავუჭირე, როცა მწვრთნელობა გადაწყვიტა. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაზეა კონცენტრირებული. მას შეუძლია ბევრი ასწავლოს, როგორც ახალგაზრდებს,
ასევე გამოცდილ მწვრთნელებს. მირო ყოველთვის ჩემს გეგმებშია, როცა "ბაიერნის" მომავალზე ვფიქრობ", - ციტირებს ფლიკს Sport Bild-ი.

41 წლის მიროსლავ კლოზემ კარიერა 2016 წელს დაასრულა. "ბაიერნთან" ერთად მან გერმანიის ჩემპიონატი ორჯერ და თასი ერთხელ მოიგო.