კაი კია კაი ჰავერცი, მაგრამ კაი ძვირიც ღირს

AutoSharing Option
"ბაიერის" წვრთნელმა პეტერ ბოშმა განაცხადა, რომ 20 წლის ნახევარმცველ კაი ჰავერცს იაფად არ გაყიდიან.

"გერმანიაში ვუნდერკინდად თვლიან და მისით ტოპ-კლუბები არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, შემდეგი წლის ზაფხულამდე კაის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ. 100 მილიონ ევროზე მეტად ვაფასებთ", - განუცხადა ბოშმა Goal-ს.

ამ სეზონში ჰავერცმა ბუნდესლიგის 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰავერცის შეძენა "იუვენტუსს" უნდოდა, თუმცა ტურინელებს "ფარმაცევტთა" მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ და ტრანსფერი არ შედგა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
და კაი ხანია ავტორს ამ სათაურის დაწერა სურს ხო ))))
1111
08:18 15-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული