"ბაიერის" წვრთნელმა პეტერ ბოშმა განაცხადა, რომ 20 წლის ნახევარმცველ კაი ჰავერცს იაფად არ გაყიდიან.
"გერმანიაში ვუნდერკინდად თვლიან და მისით ტოპ-კლუბები არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, შემდეგი წლის ზაფხულამდე კაის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ. 100 მილიონ ევროზე მეტად ვაფასებთ", - განუცხადა ბოშმა Goal-ს.
ამ სეზონში ჰავერცმა ბუნდესლიგის 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჰავერცის შეძენა "იუვენტუსს" უნდოდა, თუმცა ტურინელებს "ფარმაცევტთა" მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ და ტრანსფერი არ შედგა.