დორტმუნდის "ბორუსიამ" ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებაზე თხოვნით მიმართა, ფეხბურთელები კი...

AutoSharing Option
კორნავირუსის პანდემიის გამო გადადებული ან გაუქმებულია თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება. შესაბამისად, ფინანსურად, ფეხბურთის გუნდები სერიოზულად ზარალდებიან. არაერთმა კლუბმა ხელფასების განახევრება დაიწყო, ზოგმა ფეხბურთელებს გუნდის დატოვებაც შესთავაზა. თუმცა დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ მეტი ადამიანურობა გამოიჩინა და თავის ფეხბურთელებს ხელფასების 20%-იანი შემცირება შესთავაზა.

ფეხბურთელები კლუბის თხოვნას დათანხმდნენ და ეს იმ მიზეზით ახსნეს, რომ ხელფასების 20%-იანი შემცირება კლუბის 850 თანამშრომელს სამსახურს შეუნარჩუნებს. ბუნებრივია, ფეხბურთელების მსგავსი დამოკიდებულება და გაგება პატივისცემას იმსახურებს.

"დორტმუნდი" გერმანიის ჩემპიონატზე მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ბაიერნს" 4 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გელა ნუგზარაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა! ლაციოში გადადის.
გჰ
13:50 24-03-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული