გერმანული Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანსა და მეკარე მანუელ ნოიერს ბავარიულ გრანდთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, რაზეც კლუბი უარს ეუბნება.
მოქმედი, 2011 წელს გაფორმებული კონტრაქტი ნოიერსა და "ბაიერნს" 2021 წლამდე აკავშირებთ. გუნდს კი ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ სურს. გარდა ამისა, მხარეები ხელფასის საკითხზეც ვერ თანხმდებიან.
ამის ფონზე, SportBild-ის მიხედვით, ნოიერის სამსახურით ლონდონის "ჩელსი" არის დაინტერესებული. "არისტოკრატების" მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს კეპა არისაბალაგას გაშვება და ნოიერის მიყვანა სურს.
34 წლის მანუელ ნოიერმა კი მიმდინარე სეზონში ყველა
ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 15-ში გოლი არ გაუშვა.