"ჰერტა" კარიუსის საყიდლად ემზადება

AutoSharing Option
Sport1.de-ს ცნობით, 26 წლის ლორის კარიუსის სამსახურით გერმანული "ჰერტაა" დაინტერესებული.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგაში კარიუსი "მაინცში" თამაშობდა და 96 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2016 წლის ზაფხულში კი ის "ლივერპულში" გადავიდა. თუმცა კარიერის ინგლისში გაგრძელება მეტად უიღბლო აღმოჩნდა. რიგი უხეში შეცდომებისა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინგლისურმა კლუბმა ის თურქულ "ბეშიქთაშში" 2 სეზონით გაანათხოვრა.

Transfermarkt-ი მეკარეს 4 მილიონ ევროდ აფასებს.