"ბაიერნის" მცველმა ჯერომ ბოატენგმა ავტოავარია მოახდინა - დღეს მიუნხენში მოთოვა, ფეხბურთელი ავტომაგისტრალზე თავისი "მერსედესით" მოსრიალდა და გზის დამცავ ჯებირზე შეჯდა.
31 წლის ბოატენგი შვილთან ლაიპციგში მიემგზავრებოდა, მის მანქანას კი საზაფხულო საბურავები ჰქონდა.
თავად ჯერომი არ დაშავებულა, ავტომობილის ზარალი კი 25 ათასი ევროა.
ბოატენგს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება და ზაფხულში გაყიდვას უპირებენ.