"ბაიერნს" 30 წლის თავდამსხმელ ტომას მიულერთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან - "რეკორდმაისტერი" ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.
ახლა კლუბი და მიულერი ხელფასის ოდენობას ათანხმებენ და თუ მან ანაზღაურების გაზრდა არ მოითხოვა, კონტრაქტს 2024 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმებენ.
მიულერმა გოლი გაიტანა და შემდეგ ცხენს მშობიარობაში დაეხმარა [PHOTO]
მიულერი: არ მინდა "ბაიერნში" მარკეტინგული მიმზიდველობის გამო ვიყო