შრომა და გარჯა დაუფასდა - ფლიკი "ბაიერნის" დროებითი მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
ჰანს-დიტერ ფლიკი 2019 წლის ივლისში "ბაიერნის" მწვრთნელის ნიკო კოვაჩის თანაშემწე გახდა, ნოემბერში კი მისი გადაყენების შემდეგ, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ანუ დროებითი მწვრთნელი. მაშინ სერიოზულად არავინ განიხილავდა ფლიკის მწვრთნელად დანიშვნას, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ბუნდესლიგაზეც კარგად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზეც.

რაც 55 წლის ფლიკმა "რეკორდმაისტერი" ჩაიბარა, ამ გუნდმა 22 მატჩიდან 18 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

შედეგად, ფლიკს კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული