"ჰერტას" მწვრთნელად ბრუნო ლაბადია დანიშნეს

AutoSharing Option
"ჰერტამ" გუნდის მწვრთნელად ბრუნო ლაბადიას დანიშვნა გამოაცხადა.

ბერლინური კლუბი 54 წლის სპეციალისტთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს არ ამხელს, თუმცა გერმანული მედია იტყობინება, რომ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

ლაბადია სამუშაოს 13 აპრილიდან შეუდგება.

11 თებერვალს "ჰერტა" იურგენ კლინსმანმა დატოვა და მას შემდეგ გუნდს ალეკსანდერ ნური წვრთნიდა.

25 ტურის შემდეგ "ჰერტა" ბუნდესლიგაში 28 ქულით მე-13 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული