ჰავერცი "ბაიერნში" გადასასვლელად მზადაა - "ბაიერი" 100 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
"ბაიერის" ნახევარმცველი კაი ჰავერცი "ბაიერნში" გადასვლაზე დათანხმდა.

Sky Sport Deutschland-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ გუნდში გადაბარგებას ზაფხულში აპირებს.

თუმცა ტრანსფერი შეიძლება არ შედგეს, ვინაიდან "ბაიერი" 100 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "ბაიერნი" ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.

ამ სეზონში ჰავერცმა 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ფარმაცევტებთან" კი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული