მოლაპარაკებები მიუნხენის "ბაიერნსა" და გუნდის მეკარე მანუელ ნოიერს შორის, პრაქტიკულად, ჩაიშალა.
Kicker-ის ცნობით, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მხარეები ურთიერთგაგებამდე ძალიან შორს არიან. "ბაიერნს" მეკარის კონტრაქტის გახანგრძლივება 2023 წლამდე უნდა, ხოლო თავად ნოიერ - 2025 წლამდე და წლიურ ხელფასს 20 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, ნოიერის მხარე უკმაყოფილოა გაჟღერებული ინფორმაციით, რამდენადაც არ სურდათ მისი გასაჯაროება. აღსანიშნავია, რომ მანუელისა და გუნდის ნდობა შეირყა.
მხარეებს აღარ აქვთ მოლაპარაკების გაგრძელების გამორჩეული სურვილი. ამიტომ დროებით ყველანაირი დიალოგი შეჩერებულია.