ერლინ ჰოლანი: რონალდოს მატჩის წინ ისეთი სახე აქვს, რომ...

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი საუბრობს, თუ რით შთააგონებს კრიშტიანო რონალდო მას.

"რონალდო მე ნამდვილად შთამაგონებს. მისი სახე მატჩის წინ თითქოს ამბობს: "დღეს მე საუკეთესო ვიქნები" და "დღეს მე გავიტან" და ასეც ხდება - ის ან საუკეთესოა, ან გოლი გააქვს. ეს მე მასში ყველაზე მეტად მომწონს.

"ბორუსიაში" ძალიან კარგად დავიწყე და ამ ფაქტისგან სიამოვნებას ვიღებ. ვგრძნობ, რომ ყოველდღე უკეთესი ვხდები. ასევე, ახალ თანაგუნდელებს უფრო შევეჩვიე და გავუგე, ვიდრე "ზალცბურგის" ბიჭებს", - განაცხადა ჰოლანმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული