ტიმო ვერნერმა "ბაიერნში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
"ლაიპციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერს "ბაიერნში" გადასვლა არ სურს.

"ბაიერნი" შესანიშნავი კლუბია, ამას ლაპარაკი რად უნდა. ჰანსი ფლიკმა ამ სეზონში დაამტკიცა, რომ მართლაც კარგი მწვრთნელია.

თუმცა, "ბაიერნში" გადაბარგებას კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება მირჩევნია", - განუცხადა ვერნერმა "ბილდს".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას "ლივერპულში" გადასვლის სურვილი აქვს.

24 წლის ვერნერმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 25 მატჩში 21 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბაიერნის ფანი ვარ,მაგრამ ვერნერის ადგილას ლივერპულში გადავიდოდი. ბაიერნში ბევრი სათამაშო დრო არ ექნება,თან ამდენი ხანია ბუნდესლიგაშია,ახალი გამოწვევა სჭირდება.
0
მოდი კლოპთან და არ ინანებ
anfiled
14:57 02-05-2020
0

სიახლეები პოპულარული