
"რეკორდმაისტერმა" ახალგაზრდა კიპერთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა "თხებს" სატრანსფერო თანხაზე უნდა გაურიგდეს, რაც დიდი ალბათობით, პრობლემა არ იქნება.
ურბიგის ღირებულებად დაახლოებით 8 მილიონი ევრო სახელდება. ის გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გახლავთ. მას "კიოლნის" გარდა კარიერის განმავლობაში "რეგენსბურგსა" და "ფიურტშიც" უთამაშია. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე 11 მატჩში გამოჩნდა და 22 გოლი გაუშვა.