კორონავირუსის გამო "ლაიპციგის" 24 წლის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შეიძლება ევროგრანდში ვერ გადავიდეს.
"ვერნერი შესანიშნავად თამაშობს და მისი სამსახურით დიდი კლუბების დაინტერესება ბუნებრივია. ინგლისში ანალოგიური პრობლემებია. პრემიერლიგის კლუბებს სერიოზული ინვესტორები ჰყავთ, მაგრამ პრობლემები მათაც შეექმნათ. კრიზისმა ყველაფერზე გლობალური გავლენა მოახდინა. არ ვიცით, დღევანდელი ფასები 6 თვე შენარჩუნდება თუ არა.
ყველაფერი შესაძლებელია. არ ვიცით, როგორი იქნება სატრანსფერო ბაზარი. არ ვიცით, როგორია ჩვენი რესურსები და რა შეუძლიათ სხვა კლუბებმა შემოგვთავაზონ", - განუცხადა აღმოსავლეთგერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკუს კრეშემ "სპორტ 1"-ს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ვერნერის შეძენის სურილი "ბარსელონას", "ლივერპულს", "მანჩესტერს" და "იუვენტუსს" აქვთ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ამ სეზონში ბუნდესლიგის 25 მატჩში ვერნერმა 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.