![](https://sportall.ge/pictures/image31/b1538fc4c8b574e102ff92a2d0c823b5.jpeg)
მეუღლესთან განშორების შემდეგ "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა ახალი რომანი გააბა.
Bunte-ს ცნობით, 34 წლის ნოიერს 19 წლის სტუდენტი ანიკა ბისელი შეუყვარდა, ტეგერნზეეს ტბასთან თავის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად და თავის დედას, მარიტასაც გააცნო.
ანიკაც სპორტსმენია, ხელბურთელია, გერმანიის მეორე ლიგის "ჰერენბერგში" თამაშობს.
![ნოიერმა 19 წლის ხელბურთელთან გააბა რომანი, რომელიც მის პირველ მეუღლეს ტყუპისცალივით ჰგავს Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c7ddfd7f313910921891c8f6fcf0488a.jpg)
ნოიერი 27 წლის მეუღლეს, ნინა ვაისს, რომელზეც 2017 წელს იტალიაში დაქორწინდა, 4 თვის წინ დასცილდა. ის მანუელის სახლში, მიუნხენ-ბოგენჰაუზენში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მიემგზავრება მშობლიურ ბერლინში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ
ნინა და ანიკა გარეგნულად და ჩაცმის სტილით იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ტყუპი დები გეგონება.