"კიოლნის" ცნობილი თილისმა, თხა ჰიონეს IX ამ სეზონში მატჩებზე დასწრებას ვერ შეძლებს, - ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კორონავირუსის გამო შეჩერებული ბუნდესლიგა მაყურებლების გარეშე განახლდება და ჯანმრთელობის პროტოკოლის მიხედვით, არც ცხოველებს აქვთ არენებზე შესვლის უფლება.
17 მაისს "კიოლნი" "მაინცს" უმასპინძლებს და 2008 წლის შემდეგ პირველად, ჰიონეს IX თავისი გუნდის საშინაო შეხვედრას ვერ დაესწრება.