დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდმა ერლინ ჰოლანმა მადრიდის "რეალის" მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა.
"მე მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვარ ორიენტირებული და არანაირ ხმას არ ვაქცევ ყურადღებას. საკუთარ სამუშაოზე ვფიქრობ, რადგან ეს ის არის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ კონცენტრირებული ამ საკითხზე ვარ.
დიახ, მე "ბორუსიაში" შესანიშნავად დავიწყე და მსურს ყოველდღე უკეთესი გავხდე. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი დეტალი შევისწავლო და საუკეთესო ფორმაში ვიყო", - განაცხადა ჰოლანმა.
2020 წლის იანვარში 19 წლის ფორვარდი "ზალცბურგიდან" "ბორუსიაში" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გერმანული კლუბის რიგებში ჩატარებულ
11 შეხვედრაში ჰოლანმა 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია Sky Sport-ის მიხედვით