"დორტმუნდის" დირექტორი: ფეხბურთელის დაინფიცირება პრობლემა არ იქნება

AutoSharing Option
"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა კარსტენ კრამერმა ბუნდესლიგის განახლებაზე ისაუბრა.

"კალენდარი შედგენილია, რომელიც ზოგიერთი მატჩის გადატანის საშუალებას მოგვცემს. ერთი ფეხბურთელის დაინფიცირება პრობლემა არ იქნება, რადგან სწორი რეკომენდაციები მივიღეთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში.

ბუნდესლიგის პრობლემები ლა ლიგისა და პრემიერლიგის მსგავსია. ყველასთვის სეზონის გაგრძელებაა მთავარი. შესაძლოა, ბუნდესლიგის განახლება თავისი მაგალითით სხვებს დაეხმაროს.

"დორტმუნდი" ჩემპიონატის შეჩერების გამო ყოველდღე 3 მილიონ ევროს კარგავს. ეს დიდი პრობლემაა, ვინაიდან შემოსავალი არ არის, გასავალი კი არსად არ გამქრალა.

თუ ეკონომიკური ტერმინით ვილაპარაკებთ, ჩვენი პროდუქტი ფეხბურთია. თუ პროდუქტს არ
აწარმოებ, შემოსავალი არა გაქვს, მაგრამ გაქვს გასავალი. რაც მეტი ხანი არ თამაშობ, წაგება უფრო და უფრო მატულობს", - დაიჩივლა კრამერმა "ინდეპენდენტთან".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული