დღეს 16 მაისს ფეხბურთი "გადაიტვირთება". კორონავირუსის პანდემიის დაძლევის შემდეგ ზოგიერთი ქვეყანა უკვე მზადაა, რომ ჩემპიონატები განაახლოს. პირველი, ვინც ამას გააკეთებს გერმანელები იქნებიან.
დღეს თბილისის დროით 16:30-ზე დორტმუნდის "ბორუსია" "შალკეს" უმასპინძლებს. თითქმის 2 თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. ამასთან ამოქმედებული იქნება რიგი შეზღდუვები, როგორიცაა გადანერწყვების აკრძალვა, გოლის ჯგუფური აღნიშვნა და ასე შემდეგ.
ბუნდეს ლიგის სატურნირო ცხრილს მიუნხენის "ბაიერნი" 55 ქულით ლიდერობს. მეორე და მესამე ადგილზე დორტმუნდის "ბორუსია" და "ლეიფციგი" 51 და 50
ქულით განთავსდნენ.
ივნისში კი დიდი ალბათობით უკვე ლა ლიგაც დაიწყება. უცნობია პრემიერ ლიგის განახლების ზუსტი ვითარება. იტალიაში ჯგუფური ვარჯიშები დაიწყო, თუმცა ზუსტი თარიღები არც სერია A-ში იციან. საფრანგეთმა კი ჩემპიონატი დასრულებულად გამოაცხადა.