"გლადბახმა" სტუმრად "აინტრახტი" დაამარცხა და მესამე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
განახლებულ ბუნდესლიგაზე "გლადბახმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "აინტრახტი".

სტუმრებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს დ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ გაემარჯვათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მასპინძელთა მეკარე ტრაპი.

მიონხენგლადბახელებმა ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს, "ლაიპციგს" გადაასწრეს და მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.

"აინტრახტმა" ბოლო 3 შეხვედრა საერთო ანგარიშით 1:10 წაგო და მე-13 პოზიციაზეა.

პლეამ ანგარიში 36-ე წამზე გახსნა, ეს უკანასკნელ 5 წელიწადში ჩემპიონატზე გლადბახელთა ყველაზე სწრაფი გოლია.

აინტრახტი - გლადბახი  1:3
გოლები: 0:1 პლეა (1), 0:2 ტიურამი (7), 0:3 ბენსებიანი (73, პენ), 1:3 ანდრე სილვა (81)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული