მატჩებისას კოცნა დაუშვებელია, მაგრამ "ჰერტას" ფეხბურთელს არ დასჯიან

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 26-ე ტურში "ჰერტამ" "ჰოფენჰაიმი" 3:0 დაამარცხა, ბერლინელთა მცველმა დედრიკ ბოიატამ კი ერთ-ერთი გოლის შემდეგ თანგუნდელ მარკო გრუიჩს აკოცა.

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა განაცხადა, რომ მოთამაშეებს სოციალური დისტანციის დაცვა ურჩიეს, მაგრამ ამის გამო არ დასჯიან და ეს მხოლოდ რეკომენდაციაა.

"იმედია, ხალხს ესმის, რომ ეს რეკომენდაციაა. ჩვენ კორონავირუსის ტესტებზე ექვსჯერ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, უკანასკნელი გუშინ. ემოცია ფეხბურთის ნაწილია. მის გარეშე ფეხბურთი აზრს დაკარგავს", - განაცხადა "ჰერტას" მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული