ერლინ ჰოლანს ტრავმა მსაჯმა მიაღებინა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ბაიერნთან" წაგებულ მატჩში (0:1) ტრავმა მიიღო "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა.

შეხვედრის 69-ე წუთზე 19 წლის ნორვეგიელს მოედნის ცენტრში ფეხზე შემთხვევით მსაჯმა ტობიას შტილერმა დააბიჯა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

"აინტრახტის" ყოფილმა ფორვარდმა იან-ოგე ფიორფორტმა, რომელიც ამჟამად ტელეარხ "ვიასპორტზე" საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, "ტვიტერზე" დაწერა, რომ ჰოლანმა მუხლი იტკინა და შეცვლა ითხოვა.

ჰოლანმა გერმანიის ჩემპიონატის 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული