"უნიონის" ფეხბურთელს იმის გამო არ ათამაშებენ, რომ ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ბერლინის "უნიონმა" 29 წლის თავდამსხმელ სებასტიან პოლსტერს იმის გამო აუკრძალა თამაში, რომ ხელფასის შემცირებაზე უარი განაცხადა.

პოლსტერს დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და მას გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მისცეს.

"ჩვენი გუნდი ერთიანი და სოლიდარულია. სებასტიანი ერთადერთია, რომელმაც სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა. ჩვენთვის მისი საქციელი გაუგებარი და მიუღებელია", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა დირკ ცინგლერმა.

Sport1-ის ცნობით, პოლსტერი თანახმა იყო გასამრჯელოს ნაწილის შემცირებაზე, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორიც კლუბმა შესთავაზა.

ამ სეზონში ბუნდესლიგის 13 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა (ორივე პენალტით) და
2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული