"ბაიერნმა" ლევერკუზენშიც იმარჯვა - ბოლო 20 მატჩიდან 19 მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ივნისს, ბუნდესლიგის 30-ე ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე 4:2 მოუგო "ბაიერს", რომელსაც ტრავმის გამო ვერ დაეხმარა 20 წლის ნახევარმცველი კაი ჰავერცი.

"ბაიერნი" 70 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 10 ქულით გაექცა. აღსანიშნვია, რომ მიუნხენური გუნდი უკანასკნელი 20 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია - 19 მოგება, 1 ფრე.

"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 44 გოლი გაიტანა და 2017 წელს დამყარებული თავისი პირადი რეკორდი დაამხო.

მიუნხენელთა ფორვარდმა ტომას მიულერმა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 20 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2015 წელს
კევინ დე ბრუინის (ვოლფსბურგი) დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ბაიერი - ბაიერნი 2:4
გოლები: 1:0 ალარიო (9), 1:1 კომანი (27), 1:2 გორეცკა (42), 1:3 გნაბრი (45), 1:4 ლევანდოვსკი (66), 2:4 ვირტცი (89)

სხვა მატჩები

აინტრახტი - მაინცი 0:2
ფორტუნა - ჰოფენჰაიმი 2:2
ლაიპციგი - პადერბორნი 1:1

20:30 საათზე "დორტმუნდისა" და "ჰერტას" მატჩი დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული