"არსენალისა" და გერმანიის ნაკრების მეკარე ბერნდ ლენოს მიაჩნია, რომ "ბაიერნის" დომინირების გამო ბუნდესლიგაში ინტრიგა არ არსებობს.
"როგორც ყოველთვის "ბაიერნი" ისევ ჩემპიონია. ეს მოსაწყენი და სამწუხაროა. გინდა ჩემპიონობისათვის დაძაბული ბრძოლა იხილო, მაგრამ, ალბათ, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. "ბაიერნი" ძალიან ძლიერია", - განაცხადა ლენომ.
30 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ლიდერია და მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 7 ქულით უსწრებს.
30 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ლიდერია და მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 7 ქულით უსწრებს.