13 ივნისს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "გლადბახი".
"ბაიერნი" "დორტმუნდის წაგების შემთხვევაში ჩემპიონი დღესვე გახდებოდა, მაგრამ ლუსიენ ფავრის შეგირდებმა "ფორტუნას" 1:0 მოუგეს.
ჩემპიონატის დასრულებმდე 3 ტურით ადრე "ბაიერნი" "დორტმუნდს" 7 ქულით უსწრებს და თუ შემდეგ ტურში, 16 ივნისს, ბრემენში "ვერდერს" სძლია, ოქროს მედლებს დაეუფლება.
დისკვალიფიკაციის გამო "გლადბახთან" მატჩში "ბაიერნს" თავდამსხმელები რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი ვერ დაეხმარენ.
დისკვალიფიკაციის გამო "გლადბახთან" მატჩში "ბაიერნს" თავდამსხმელები რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი ვერ დაეხმარენ.
მიუნხენურმა გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა - საერთო ანგარიში 40:9.
ბაიერნი - გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 ზირკზეე (26), 1:1 პავარი (37, საკ. კარში), 2:1 გორეცკა (86)