ვერნერს ჩემპიონთა ლიგის "ლაიპციგში" დასრულება არ უნდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ტიმო ვერნერი, დიდი ალბათობით, "ლაიპციგის" შემადგენლობაში ამ სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე არ დაასრულებს, - იტყობინება "ბილდი".

ვერნერი გერმანიის ჩემპიონატზე ბოლომდე ითამაშებს, რომელიც 27 ივნისს დასრულდება, მაგრამ აგვისტოში დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მოსალოდნელია, რომ "ჩელსიში" ვერნერის ტრანსფერი უახლოეს დღეებში განხორციელდება. ლონდონური კლუბი მის კონტრაქტს 53 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული