ალკანტარას "ლივერპულში" თამაში უნდა და "ბაიერნს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბავარიის" ნახევარმცველი გასულ კვირას კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმდა, თუმცა მიმდინარე კვირას გადაიფიქრა და უარი განაცხადა.

Sport Bild-ის ინფორმაციით, კლუბში თვლიან, რომ ტიაგოს ეს გადაწყვეტილება პირდაპირ დაკავშირებულია "ლივერპულში" თამაშის სურვილზე. ასევე, ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელმა "წითლებს" სიტყვიერი თანხმობა უკვე განუცხადა.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ალკანტარამ 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ტრანსფერის ფასი 48 მილიონი ევროთი ფასდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული