34 წლის ასაკში - გომესი ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა

AutoSharing Option
"შტუტგარტისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მარიო გომესმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"სეზონის დასაწყისში დარწმუნებული ვიყავი, რომ "შტუტგარტი" ბუნდესლიგაში დაბრუნდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სეზონი ჩემთვის ბოლო იქნებოდა, როგორც კლუბში, ისე კარიერაში", - განაცხადა გომესმა.

34 წლის ფორვარდს მადლობა "ბაიერნმა" და "შტუტგარტმა" გადაუხადეს. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, 1-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგას დაუბრუნდა.

გერმანელი თავდამსხმელი მიუნხენელთა რიგებში 2009-13 წლებში თამაშობდა და 174 ჩატარებულ შეხვედრაში 113 გოლი გაიტანა, 3-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

"შტუტგარტის" მაისურით კი 110 გოლის გატანა
მოახერხა. ფეხბურთელი "ფიორენტინას", "ბეშიქთაშისა" და "ვოლფსბურგის" რიგებშიც გამოდიოდა.

გერმანიის ნაკრების მაისურით გომესს 31 გოლი აქვს გატანილი და გუნდთან ერთად 2010 წლის მუნდიალის ბრინჯაოსპრიზიორიც გახდა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფორვარდი
Superman
02:15 01-07-2020
0

სიახლეები პოპულარული