"დორტმუნდის" აღმასრულებელ დირექტორ ჰანს-იოახიმ ვაცკეს ეჭვი ეპარება, რომ 20 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო მის გუნდს უახლოეს მომავალში დატოვებს.
"თუ ჯეიდონი მოვა და გვეტყვის, რომ წასვლა უნდა და მისი მსურველი კლუბი ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდის, მაშინ ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ჯერ ეს არ მომხდარა.
არა მგონია, ვინმემ მასში ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს", - განუცხადა ვაცკემ Sky Sports-ს.
სანჩოს შეძენის სურვილი "მანჩესტერს" აქვს, დორტმუნდი" კი ტრანსფერში 100 მილიონ ფუნტს ითხოვს.
ამ სეზონში ჯეიდონმა ყველა ტურნირზე 44 მატჩში 20 გოლი
და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.