"ბაიერნის" მთ მწვრთნელი: "ოქროს ბურთი" ლევანდოვსკის?!...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკის "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია.

"51 გოლი ძალიან ძლიერი მაჩვენებელია. "ლევერკუზენთან" თასის ფინალში რობერტის მიერ გატანილი პირველი გოლი საოცარი იყო.

დიახ, მას ცოტათი გაუმართლა, თუმცა რობერტი ამით გამორჩეული არ არის. ლევანდოვსკი საკუთარ დონეში დარწმუნებულია. თუ გოლებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 34 შედეგიანი დარტყმა აქვს. ამ მაჩვენებლის შემდეგ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ბუნდესლიგის წარმომადგენელს "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. რატომაც არა?

მან ამის მისაღწევად ყველაფერი ჩადო. რობერტს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ,"- განაცხადა
ფლიკმა.

გუშინ, 4 ივლიის, მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასის ფინალში "ლევერკუზენი" დაამარცხა (4:2), პოლონელმა კი დუბლი შეასრულა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეკუთვნის ლევანდოვსკის ოქროს ბურთი,საერთოდ მესი გაცილებით უკეთესია,მაგრამ ლევანდოვსკიმ დაიმსახურა დიდი ხნის მანძილზე თამაშობს მაღალ დონეზე,რატომაც არა ოქროს ბურთი ლევანდოვსკის.
გოჩა
05 ივლისი 2020 22:28
0
მოიგეთ ლიგა და კი ბატონო მისცემენ.
hhh
05 ივლისი 2020 19:50
0
Oqros burti amcels arc ronaldus da arc mesis ekutvnis. Yvelaze realuri kandidati levandovskia.
Milani
05 ივლისი 2020 15:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული