
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, თუ როგორ ეპყრობოდნენ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის, რომელმაც მათ გუნდში 12 წელი ითამაშა.
"ული ჰიონესი მისთვის როგორც მეორე მამა იყო, მე კი - მეორე დედა.
იურისტმა მიკაელ გერლინგერმა 2010 წელს მითხრა, რომ რიბერი კონტრაქტს არ გააგრძელებდა, ვინაიდან "რეალი" იწვევდა. ნაძლევი შევთავაზე, ულიმაც ნაძლევი დაუდო - სამხრეთფრანგული ძვირფასი შავი ღვინო", - გაიხსენა რუმენიგემ "ფრანს ფუტბოლთან".