ანდრე შურლემ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრე შურლემ, რომელიც ბოლოს მოსკოვის "სპარტაკში" გამოდიოდა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება 29 წლის ასაკში მიიღო, რაც ზედმეტად ახალგაზრდული ასაკია ბუცების ლურსმნებზე ჩამოსაკიდებლად.

შურლემ კარიერა ლუდვიგშაფენის გუნდში დაიწყო. შემდეგ გახლდათ "მაინცი", "ლევერკუზენი", "ჩელსი", "ვოლფსბურგი", დორტმუნდის "ბორუსია", "ფულემი" და მოსკოვის "სპარტაკი". ეროვნულ გუნდში შურლეს 57 მატჩი აქვს ჩატარებული და 22 გოლი გაიტანა. თუმცა კარიერის ეპიზოდი მაინც 2014 წლის მსოფლიო თასის ფინალში მარიო გიოტცესთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა იყო.

1-15/01/flamina.png" border="0" alt="alt" title="ანდრე შურლემ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა" style="height: 50px; width: 50px;" />მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

alt39 წლის არიც ადურისმა კარიერა დაასრულა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოლო წლები რუსეთში იყოო და შეაზიზღეს ეტყობა ფეხბურთი რუსებმა
ზეზვა
19:14 17-07-2020
5
რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონს გაუნადგურა კარიერა და ჩვენ ჯანოსი გვიკვირს
ზორბეგი
20:37 17-07-2020
11

სიახლეები პოპულარული